ვრცელდება განცხადება კომენდანტის საათის სრულად მოხსნის შესახებ, ნახეთ როდის მოიხსნება კომენდანტის საათი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, მოიხსნება თუ არა ზაფხულში „კომენდატის საათის“ სრულად.

მისი თქმით, მათი მიზანია, რომ ზაფხულამდე მინიმალური შემთხვევების რაოდენობით მივიდნენ და მხოლოდ ამის შემდეგა არის შესაძლებელი შეზღუდვების კიდევ შემსუბუქებაზე საუბარი.

„შეზღუდვები, რომელიც დარჩა, ეტაპობრივად უნდა შემსუბუქდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი 2-საათიანი  შემსუბუქება, რომელიც გუშინ დავიწყეთ, უნდა გავიაროთ უსაფრთხოდ. საკმაოდ საყურადღებო ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში ვართ. ჩვენი მიზანია, რომ ზაფხულამდე მინიმალური ეპიდემილიოგიური მაჩვენებლებით მივიდეთ, რაც შემდეგ იქნება წინაპირობა, რომ დარჩენილი შეზღუდვები მოიხსნას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*