ამ წუთებში ვრცელდება ამირან გამყრელიძის საგანგებო განცხადება – შეზღუდვა აღარ იქნება

„ახლა უკვე შეზღუდვა აღარ იქნება, ნებისმიერი ვაქცინა იქნება 18 წლის ზემოთ ყველასთვის“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მისცემს დასტურს, შესაძლოა საქართველოშიც დაიწყოს 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვების აცრა.

„ახლა უკვე შეზღუდვა აღარ იქნება, ნებისმიერი ვაქცინა იქნება 18 წლის ზემოთ ყველასთვის. იმ ვაქცინებზე, რომელზეც დაიშვება დაბალი ასაკი, შესაბამისად, საქართველოც მიიღებს გადაწყვეტილებას. როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მისცემს დასტურს, რა თქმა უნდა, მერე ჩვენც შესაძლოა, 12 წლის ასაკის ზემოთ დავიწყოთ გამოყენება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*